„აიაქსის“ სპორტულმა დირექტორმა, ჯერი ჰამსტრამ, უკმაყოფილება გამოთქვა მათი გარემარბის, ანტონის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლასთან დაკავშირებით. ფუნქციონერს მიაჩნია, რომ ტრანსფერი უდროო დროს განხორციელდა.
„მანჩესტერმა ჩვენთვის უდროო დროს დაიწყო გარიგებაზე საუბარი. სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეები ხომ საერთოდ საგიჟეთს დაემსგავსა.
ჩვენი მწვრთნელი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. ძირითადი შემადგენლობის ბევრი ფეხბურთელი დავკარგეთ. არადა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სულ სხვა მოლოდინები გვქონდა. გვინდოდა მოთამაშეების შენარჩუნება და ჩემპიონთა ლიგაში წარმატებით გამოსვლა.“ -ციტირებს ჰამსტრას სიტყვებს Manchester Evening News.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ბრაზილიელი ანტონი „აიაქსიდან“ „მანჩესტერში“ 100 მილიონ ევროდ გადავიდა.