ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის „სელტიკთან“ პირველი ტურის მატჩის წინ, მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„არ მიკვირს, რომ „რეალს“ ტურნირის ფავორიტად ისევ არ თვლიან. ამაში კარგ ნიშანს ვხედავ. შარშან გამარჯვების უფრო ნაკლებ შანსს გვაძლევდნენ. თანაც ახლა უფრო ძლიერები ვართ. მგონია, რომ ამ გათამაშებაშიც ყველაფერი ისევე იქნება, როგორც წინაში - ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვიმედოვნებ, ფინალამდე კონკურენტუნარიანები ვიქნებით.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.
„სელტიკთან“ მატჩი დღეს, 6 სექტემბერს გაიმართება გლაზგოში, „სელტიკ პარკზე“ და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.