ჩოგბურთი

0:55 | 6.09.2022 | ნანახია 525 - ჯერ

კირიოსმა მსოფლიოს პირველი ჩოგანი მედვედევი დაამარცხა

აშშ-ის ღია პირველობას მსოფლიოს პირველი ჩოგანი, დმიტრი მედვედევი გამოეთიშა. მას ავსტრალიელმა ნიკ კირიოსმა 7-6(11), 3-6, 6-3, 6-2 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა. მედვედევის წაგება იმასაც ნიშნავს, რომ ტურნირის დასრულების შემდეგ, მამაკაცთა რეიტინგს ახალი პირველი ჩოგანი ეყოლება.

„საოცარი შეხვედრა იყო. დანიილი მოქმედი ჩემპიონია და ეს მასზე ზეწოლას იწვევს. მაგრამ მე მართლა ძალიან კარგად ვითამაშე. ბოლო რამდენიმე თვეა, მე ასე კარგად ვთამაშობ. და ასეთი თამაშისთვის საუკეთესო ადგილი, ნიუ იორკია“, - მატჩის შემდგომი ინტერვიუს დროს განაცხადა ავსტრალიელმა.

პირველი სეტის ხანგრძლივი ტაიბრეიკის მოგების და მეორე სეტში წაგების შემდგ, გადამწყვეტი გახდა მესამე სეტის მეოთხე გეიმი, რომელიც კირიოსმა ბრეიკი აიღო და 3-1 დაწინაურდა. მეცხრე გეიმში კი, შესანიშნავად შესრულებული დროპ შოტით, სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეოთხე სეტის მესამე გეიმში, კირიოსმა კიდევ ერთხელ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება და 2-1 დაწინაურდა. აქედან მოყოლებული, მედვედევმა შეცდომებს უხშირა. კირიოსმა იგრძნო, რომ მეტოქე სულიერად გატყდა და ეგრესიას უმტა. მან კიდევ ერთ ბრეიკს მიაღწია და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.

ამ ორი ჩოგბურთელის შეხვედრებში, ავსტრალიელი 4-1 იგებს. მას საფრანგეთის ღიას მეოთხედფინლიდან მოყოლებული, ATP-ს ტურზე საუკეთესო სტატისტიკა აქვს. ითამაშა უიმბლდონის ფინალში. და ფლეშინგ მედოუსზე საუკეთესო ფორმაშია. მისი მომდევნო მეტოქეც რუსია - კარენ ხაჩანოვი...


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:59 | 06.09.2022
Bachana705 (373)

არ მევასება ეს მარიაჟა და ნერვოზა გოიმი, მაგრამ ზედიზედ მეორე სულით ბოგანოთა შთამომავალსაც თუ დაადუღებს, მშვენიერი იქნება.

02:28 | 06.09.2022
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

როგორ გვიან დებთ ჩოგბურთზე ინფორმაციას, მედვედევი კი არა ჩვენს თიხის ტურას გაუდეს ბაირამ დუდუკში საღოლ ტიაფოს ნოლეს გამო გამიხარდა ფხანიას გავარდნა კირიოსმა ესეთი შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას

0.111436