ფეხბურთი

22:40 | 5.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

პოგბამ შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა დღეს მენისკზე ოპერაციას გაიკეთებს.

ფრანგმა ფეხბურთელმა ტრავმა ივლისში მიიღო, მაგრამ ოპერაციას კონსერვატიული მკურნალობა არჩიეს, რამაც შედეგი არ გამოიღო, შესაბამისად, ეს 5 კვირა, რომელიც მან ლაზარეთში გაატარა, უქმად დაიკარგა.

პოგბამ გუშინ და დღეს ივარჯიშა, თუმცა ტკივილს გრძნობდა, რის გამოც ოპერაციის გაკეთება გადაწყდა. იტალიური მედიის ცნობით, პოგბას მოედანზე დაბრუნების თარიღი უცნობია, სავარაუდოდ 40-60 დღე გაუცდება, მაგრამ შეიძლება მოედანზე ახალ წლამდე ვერ დაბრუნდეს. ასე რომ, მსოფლიოს ჩემპიონატი შესაძლოა გამოტოვოს.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბამ დაბრუნების შემდეგ მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, ისიც ამხანაგური და მას შემდეგ ტრავმირებულია.

0.113203