ფეხბურთი

22:00 | 5.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება ეროვნულ ლიგაში

საქართველოს ეროვნული ლიგის 25-ე ტურმა დღეს სტარტი აიღო და სამი მატჩი გაიმართა.

„დინამო თბილისმა“ ზედიზედ მეხუთედ მოიგო, მას მერე, რაც სტუმრად „თელავი“ 2:1 დაამარცხა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ულად-ომარ იმრანის გოლით დაწინაურდა, რასაც მასპინძლებმა ტაიმის ბოლოს უპასუხეს, ხოლო 70-ე წუთზე გამარჯვების გოლი თორნიკე კირკიტაძემ გაიტანა და თბილისელებმა 2:1 მოიგეს. „დინამომ“ 53 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „სამგურალს“ შეხვდება. „თელავს“ 28 ქულა აქვს და წინ „დილასთან“ მატჩი ელის.

გორის „დილა“ ძალიან ცუდ ფორმაშია, რაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა და ანდრეი დემჩენკოს გუნდმა ღრმა აუტსაიდერ „ლოკომოტივს“ ვერ მოუგო. გორელებმა ტაიმი თორნიკე კაპანაძისა და ონორე გომისის გოლებით 2:0 მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში ბიძინა მახარობლიძემ დუბლით უპასუხა და 2:2. „დილას“ 38 ქულით მეოთხე ადგილი უკავია, ხოლო „ლოკომოტივი“ 5 ქულით ბოლო ადგილზეა.

კიდევ ერთი მატჩი „საბურთალოსა“ და „სიონს“ შორის გაიმართა, რომელშიც გუნდებმა ქულები გაიყვეს. ორივე გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გავიდა - 1:1. „საბურთალო“ 31 ქულით მეექვსეა, ხოლო „სიონს“ 4 ქულით ნაკლები აქვს და მერვე საფეხურზეა.

„ლოკომოტივი“ – „დილა“ 2:2 (0:2)

გოლები: 0:1 კაპანაძე (19), 0:2 გომისი (38), 1:2 მახარობლიძე (58), 2:2 მახარობლიძე (83)

„თელავი“ – „დინამო თბილისი“ 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 იმრანი (5), 1:1 ქავთარაძე (45), 1:2 კირკიტაძე (70)

„საბურთალო“ – „სიონი“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ჯგერენაია (90), 1:1 დუმბია (90)

0.106388