ფეხბურთი

16:50 | 5.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

დი ნარდო კვარაცხელიაზე: "ფეხბურთი უნივერსალურია, მოედანზე მთავარი ბურთია და არა ეროვნება"

ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთმა აგენტმა ჯენარო დი ნარდომ ქართველი ფეხბურთელის შესახებ Radio Goal-თან ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა. როგორც მან თქვა, ხვიჩა ბრწყინვალე ბიჭია, რომელიც მზადაა გუნდისთვის ყველაფერი გააკეთოს.

დი ნარდომ თქვა, რომ ფეხბურთი უნივერსალური სპორტია და მოედანზე ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ბურთია:

„მიუხედავად იმისა, რომ ქართველია, ადაპტაციას ძალიან კარგად გადის. მე მჯერა, რომ ფეხბურთი უნივერსალურია: მოედანზე არ აქვს მნიშვნელობა ეროვნებას, მთავარი ბურთია და ჯერჯერობით, ყველაფერი კარგად მიდის.

ამბობდნენ, რომ ქართველი გარკვეულ დონეზე თავს ვერ წარმოაჩენდა? ხვიჩა რუსეთში თამაშობს, რომელიც რა თქმა უნდა, მეორე ხარისხოვანი ლიგა არ არის. აკლიმატიზაციის რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ჯერ ყველაფერი რიგზეა. რთული მომენტებიც იქნება და მზად უნდა იყოს.

ის ჯერ კიდევ ვითარდება ფიზიკური და ტაქტიკური თვალსაზრისით იტალია მას ბევრს მისცემს. ლუჩანო სპალეტისაც შეუძლია მისი გაუმჯობესება, რადგან ფეხბურთელი მზადაა ყოველი დავალებისთვის. გუნდისთვის ყველაფრის გაკეთება შეუძლია და ეს ყველაფერი კარგის მომასწავებელია.

„იუვენტუსში“ ჩაშლილი ტრანსფერი? ფაბიო პარატიჩიმ შენიშნა მისი ნიჭი და მოწინავე პოზიციაზე იყო მისთვის ბრძოლაში, მაგრამ ხვიჩასთვის უკეთესია, რომ „ნაპოლიში“ მოხვდა.

კრისტიან ძაკარდო იყო პირველი, ვინც ის შეამჩნია და შემდეგ მას ორი წელი ვაკვირდებოდით. „ნაპოლიშიც“ იცნობდნენ, შემდეგ შევხვდით კრისტიანო ჯუნტოლის. „ნაპოლიმ“ ყველაზე სწრაფად იმოქმედა, რადგან ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე მოპოვებული ჰქონდა.

მოლაპარაკებების პროცესში სპალეტიმ ფეხბურთელთან ისაუბრა, კვარამ იგრძნო მწვრთნელის ნდობა და ამანაც იქონია გავლენა, რომ ის „ნაპოლის“ შეთავაზებას დათანხმდა. პენალტები? არ ვიცი, ის შეასრულებს თუ არა. უბრალოდ, ის ბრწყინვალე ბიჭია, თავისი პრინციპებით და გუნდთან კარგად ადაპტირდება“, - თქვა დი ნარდომ.

0.113869