საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა რატი ანდრონიკაშვილმა თურქეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ყველა კალათბურთელმა დიდი წვლილი შეიტანა და მხოლოდ ასე ერთიანობით იქნება შესაძლებელი წარმატების მიღწევა.
„ჩემი აზრით, კონცენტრაცია არა საკუთარ თავზე, არამედ გუნდზე უნდა გავაკეთოთ. ისე მოხდა, რომ გარდამტეხ მომენტში ბექა ბექაურმა ითამაშა და ბოლოს არ მახსოვს, როდის იყო ასეთ დროს ყოფილიყო მოედანზე და კი ნახეთ, როგორ მაგრად ითამაშა. ასევე სხვებმა, სანდრომ, თედმა, კახამ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები გააკეთეს. მხოლოდ და მხოლოდ ასე თუ ჩავანაცვლებთ ჩვენს ლიდერს და ასე თუ გავალთ პლეი-ოფში.
დაღლილობა თამაშის დროს არა, უფრო მერე ვიგრძენი. ახლა მთავარია, ეს თამაში დავივიწყოთ და მომდევნო მატჩზე გავაკეთოთ კონცენტრაცია. ქართველებმა განსაკუთრებული გულშემატკივრობა ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თამაში წავაგეთ, ქართველი ხალხი მაინც გვერდში დაგვიდგა და ამჯერად მათი გახარება შევძელით“, - თქვა ანდრონიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა თურქეთს 88:83 აჯობა. A ჯგუფში სამი ტურის თავზე საინტერესო ვითარებაა: თურქეთს, ესპანეთს, ბელგიასა და მონტენეგროს 2-1 მოგება/წაგების ბალანსი აქვთ, საქართველოს 1 მოგება და 2 მარცხი გააჩნია, ხოლო ბულგარეთი 3 წაგებით აუტსაიდერია. მეოთხე ტურში 6 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები სწორედ ბულგარეთს შეხვდება, თურქეთი - ბელგიას და მონტენეგრო - ესპანეთს.