ფეხბურთი

19:23 | 4.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულის" ფანები: "ტრენტს კვარაცხელიასთან გაუჭირდება, მას ახლა ცეცხლი უკიდია"

„ნაპოლიში“ ბრწყინვალე თამაშით ხვიჩა კვარაცხელიამ ყველას ყურადღება მიიქცია და მათ შორის არიან „ლივერპულის“ გულშემატკივრებიც.

ინგლისური კლუბი ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში სწორედ „ნაპოლის“ შეხვდება და „წითლების“ ფორუმზე ფანები ყველაზე მეტად სწორედ კვარაცხელიას უფრთხიან. არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს მის წინააღმდეგ თამაში გაუჭირდება.

Technician19: „ტრენტს შეიძლება კვარასთან გაუჭირდეს. მას ახლა ცეცხლი უკიდია".

Alison Becker: „მე მისი თამაში ადრე ვნახე, ლამაზი სტილის მოთამაშეა, დავიდ სილვას მაგონებს, ბურთის კონტროლით და მოძრაობებით“.

DannyMc9: „წუხელ ვუყურე ნაპოლის თამაშს და შთამბეჭდავი იყო. მშვენიერი ფეხბურთი ითამაშეს, ახალგაზრდა ქართველი ტოპ კლასის მოთამაშე ჩანს“.

შეგახსენებთ, „ნაპოლისა“ და „ლივერპულის“ მატჩი 7 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე არასდროს უთამაშია, შესაბამისად, ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე დებიუტი ექნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116297