კალათბურთი

17:30 | 4.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

მონტენეგრომ ბულგარეთს მოუგო და პლეი-ოფს მიუახლოვდა

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე A ჯგუფში სტარტი მესამე ტურმა აიღო, რომლის პირველ შეხვედრაში მონტენეგროს ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა და პლეი-ოფში გასვლაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ბულგარეთი შანსს ბოლო წუთამდე ინარჩუნებდა, მაგრამ საბოლოოდ წარმატებას ვერ მიაღწია. გარდამტეხი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელიც ბულგარეთმა ჩააგდო, 12:22 წააგო და სწორედ ამ 10 ქულამ გადაწყვიტა მატჩის ბედი - 91:81 მონტენეგროს სასარგებლოდ.

ბულგარეთის ნაკრებში ალეკსანდარ ვეზენიკოვი გამოდგა, რომელმაც 26 ქულა დააგროვა, ხოლო ანდრეი ივანოვმა 17 ქულა ჩააგდო, ხოლო მონტენეგროელებს ბოიან დუბლიევიჩმა და იგორ დრობნიაკმა 17-17 ქულით ულიდერეს.

მონტენეგროს სამ ტურში 2 მოგება და 1 მარცხი აქვს, ხოლო ბულგარეთმა სამივე თამაში წააგო. მეოთხე ტურში ბულგარელები საქართველოს, ხოლო მონტენეგროელები ესპანეთს შეხვდებიან.

ბულგარეთი - საქართველო 81:91 (21:21, 25:24, 12:22, 23:24)

0.11618