კალათბურთი

10:20 | 4.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი: "შენგელიას და ბითაძის გარეშე თამაში რთულია, მაგრამ თურქეთთან აუცილებლად უნდა მოვიგოთ"

საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა გიორგი შერმადინმა და დუდა სანაძემ ესპანეთის ნაკრებთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთეს. როგორც მათ აღნიშნეს, მეტოქეს ქულების დაგროვების საშუალება ძალიან ადვილად მისცეს.

„შემიძლია ვთქვა, რომ კარგად დავიწყეთ, თანაბარი თამაში იყო, მაგრამ მეორე პერიოდის ბოლო და მესამე პერიოდი იყო გარდამტეხი, როცა სამქულიანებიც, ორქულიანებიც ძალიან ადვილად ჩაგვიგდეს.

ძალიან რთულია შენგელიას და ბითაძის გარეშე. ყველამ კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია თურქეთთან თამაში, ეს მატჩი აუცილებლად მოსაგებია და იმედი გვაქვს, რომ მოვიგებთ. მადლობა გულშემატკივარს, რომ დარბაზი შეავსეს და დარწმუნებული ვარ, რომ დარჩენილ სამ თამაშშიც მოვლენ და გვერდში დაგვიდგებიან“, - თქვა შერმადინმა.

„ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, ესპანეთს ბევრი ქულა ვაჩუქეთ, რაც არ შეიძლება. ვერ შევასრულეთ ჩვენი მისია, მაგრამ ახლა ეს თამაში უნდა დავივიწყოთ, თურქეთთან მატჩზე ვართ ახლა კონცენტრირებული, რომელიც მოსაგებია. ძალიან რეალურია, რომ მომდევნო სამი მატჩი მოვიგოთ, ამის მჯერა. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც არ გაჩერებულან მთელი თამაში. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და მოედანზე სულს დავდებთ“, - აღნიშნა სანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და თურქეთის ნაკრებთა მატჩი დღეს, 21:00 საათზე გაიმართება.

0.119023