ფეხბურთი

16:25 | 4.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვალტერ ძენგა: "კვარა სპალეტის სათამაშო სისტემას ძალიან სწრაფად მოერგო"

ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარე ვალტერ ძენგამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ქართველი ფეხბურთელი ლუჩანო სპალეტის სქემას ძალიან სწრაფად და უპრობლემოდ მოერგო.

„კვარაცხელია სპალეტის სათამაშო სისტემაში უპრობლემოდ, ძალიან სწრაფად შევიდა და შეცვალა ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ინსინიეა, რაც ადვილი არაა. „ნაპოლის“ სკაუტებმა საოცარი სამუშაო გასწიეს, რომ ამ მახასიათებლების მქონე ფეხბურთელი ხელში ჩაიგდეს“, - თქვა ძენგამ.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ სერია A-ს მომდევნო ტურში 10 სექტემბერს, „სპეციას“ უმასპინძლებს, თუმცა, მანამდე 7 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „სტადიო მარადონაზე“ „ლივერპულს“ დაუპირისპირდება. ხვიჩა კვარაცხელია 4 გოლით სერია A-ს ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა.

0.118495