„ნაპოლის“ ოფიციალური ვებგვერდი „ლაციოსთან“ მატჩის მიმოხილვაში წერს, რომ მარადიულ ქალაქში ხვიჩა კვარაცხელიას ვარსკვლავი გაბრწყინდა.
"ნაპოლი“ „ლაციოს“ ფრთებზე მაღლა დაფრინავს და ადის "ოლიმპიკოს" სახურავზე ორი K-ს წყალობით. K კიმ მინ-ჯე, რომელიც ამომავალ მზეს რომის ცისკენ უძღვება. მეორე K - კვარაცხელია, რომელიც თავის ვარსკვლავს მარადიულ ქალაქში აკაშკაშებს. „ნაპოლიმ“ „ლაციო“ საოცარი და სანახაობრივი ქამბექით დაამარცხა. ჰორიზონტზე გამოჩნდა კვარას კომეტა, რომელმაც დედაქალაქი ცისფერ ფერში შეღება", - წერია ნეაპოლური გუნდის საიტზე მატჩის მიმოხილვაში.
შეგახსენებთ, „ნაპოლი“ 11 ქულით სერია A-ს „მილანთან“ ერთად ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 7 სექტემბერს „ლივერპულთან“ გამართავს და კვარაცხელიას დებიუტს ჩემპიონთა ლიგაზე ველოდებით. იტალიის ჩემპიონატში კი ნეაპოლელები 10 სექტემბერს, „სპეციას“ უმასპინძლებენ. ხვიჩა კვარაცხელიამ ხუთ ტურში 4 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა და ბომბარდირთა დავაში დუშან ვლაჰოვიჩთან და ტეუნ კუპმაინერსთან ერთად ლიდერია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია