ჩოგბურთი

1:47 | 4.09.2022 | ნანახია NaN - ჯერ

სერენა აშშ-ის ღიას გამოეთიშა და ახალი სერენას მოსაძებნად მზადაა

სერენა უილიამსი აშშ-ის რია პირველობას მესამე წრეში გამოეთიშა და ახალი ცხოვრების დასაწყებად ემზადება. ის ავსტრალიელი აილა ტომლიანოვიჩთან 7-5, 6-7(4), 6-1 დამარცხდა და ეს დიდი ალბათობით, მისი ბოლო გამოსვლა იყო ერთეულებში.

სერენამ ფლეშინგ მედოუსზე მხოლოდ სამი შეხვედრის გამართვა შეძლო. მეორეში, მსოფლიოს მეორე ჩოგანი, ესტონელი ანეტ კონტავეიტი დაამარცხა. მაგრამ რეიტინგში 46-ე ადგილზე მყოფ ავსტრალიელს ვერაფერი მოუხერხა.

„აშკარაა,თამაში კვლავაც შემიძლია, მაგრამ ეს ჩემგან სულ უფრო მეტს მოითხოვს. ახლა მზად ვარ, დედა ვიყო, სერენას განსხვავებული ვერსია აღმოვაჩინო. ტექნიკური თვალსაზრისით, მე ჯერაც ძალიან ახალგაზრდა ვარ. ამიტომ, მინდა ცხოვრება შევიგრძნო, სანამ სიარული შემიძლია. წინ ნათელი მომავალი მაქვს“, - განაცხადა 40 წლის სერენამ.

შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ამერიკელი მეტოქეს ხშირად თავდაცვას აიძულებდა. ტომლიანოვიჩს ექვსი მატჩ პოინტი დასჭირდა დიდი სლემის 23 ტიტულის მფლობელის დასამარცხებლად.

საინტერესოა, რომ 29 წლის ავსტრალიელს WTA-ს ტურზე ჯერ ტურნირი არ მოუგია და არც დიდი სლემის ტურნირების მეოთხედფინალს გასცდენია. მაგრამ ამ ერთი თამაშით, ჩოგბურთის ისტორიაში შევიდა. ის ჩოგბურთელია, ვინც ბოლომ დაამარცხა სერენა უილიამსი.

კითხვაზე, ოდესმე ჩოგბურთში თუ დაბრუნდება, სერენამ უპასუხა: „არ მგონია. თუმცა წინასწარ ვერასდროს იტყვი. მე ყოველთვის მომწონდა ავსტრალიაში თამაში“. შესაძლოა, ეს იმას ნიშნავს, რომ კარი ღია დატოვა...


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:51 | 30.08.2021
Erovnuli-Nakrebi (11812)

ძალიან მაგარ ფეხბურთელად ყალიბდება და ჩვენთვის ზუსტადაც აუცილებელია ასეთი მოთამაშე

17:36 | 30.08.2021
დიდგორელი (329)

საბა მხეცია!

ფეხბურთის სასწავლო ლიტერატურაში უნდა გქონდეს ეს კადრი.
მე მგონი "დარტყმა ტერფით" არა?!
თუ არსებობს უფრო კაი სახელი...

18:50 | 30.08.2021
Erovnuli-Nakrebi (11812)

ტერფით ათასნაირად შეიძლება დაარტყა და არა მაინცდამაინც ისე როგორც ლობჟანიძემ დაარტყა : ))))

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.075088