ფეხბურთი

1:12 | 4.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

„რეალმა“ ნავსი გატეხა

2017 წლის შემდეგ „რეალს“ „ბეტისი“ შინ აღარ დაემარცხებინა. ერთგვარ უხერხულ მეტოქედ ექცა. ამჯერად კი წარმატება კარგ დროს დაემთხვა - „რეალი“ პრიმერას ერთპიროვნული ლიდერია და 6 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ჩინებულ ხასიათზე ეწვევა „სელტიკს.“

თავიდან სტუმრები უფრო აქტიურობდნენ. ერთ ეპიზოდში ფეკირი პენალტს ითხოვდა, მაგრამ მსაჯი სხვა აზრის გახლდათ. ფრანგმა შემდეგ ტრავმა მიიღო და ის ლუის ენრიკემ შეცვალა, თუმცა მანამდე ვინისიუსმა ანგარიში გახსნა.

მალევე სტუმრტებმა გაათანაბრეს. სერხიო კანალესი გამოირჩა. ეს იყო და, „რეალი“ აფეთქდა, ვინისიუსს დუბლის შესრულება შეეძლო. მერე ბენზემამ ვერ გაიტანა რამდენიმე მეტრიდან. თუმცა 65-ე წუთზე როდრიგომ ისევ წინ გაიყვანა მასპინძლები და ეს ლოგიკური გახლდათ.

„ბარსელონამ“ ისევ დიდი ანგარიშით მოიგო და „სევილიასთან“ წაუგებელი მატჩების სერია 14-მდე გაზარდა. „სევილიის“ კრიზისი მათი სატურნირო მდგომარეობიდნაც ჩანს (1 ქულა 4 მატჩში). დამრიგებელ ხულენ ლოპეტეგის კარგი დღეები არ უდგას. არადა, სამ დღეში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩი ელით „მანჩესტერ სიტისთან.“

ანდალუსიელებმა ყოჩაღად დაიწყეს. რაკიტიჩს შეეძლო გატანა, მაგრამ სტუმრები არაუხომ გადაარჩინა, კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი. მერე ხორდანმა შეაგდო, თუმცა გოლი თამაშგარეს მიზეზით გაუუქმეს.

მერე „ბარსელონას“ ჯერი დადგა. პირველი რაფინიამ გაიტანა, ეს ბრაზილიელის სადებიუტო გოლი გახლდათ პრიმერაში. რობერტ ლევანდოვსკიმ გააორა, ერიკ გარსიამ კი წერტილი დასვა. კატალონიელებმა დამაჯერებელად გაიმარჯვეს. 10 ქულით „რეალის“ ქვეშ, მეორე ადგილზე დადგნენ და ყველას უჩვენეს, რომ მიმდინარე სეზონში მადრიდელების სერიოზული კონკურენტები იქნებიან.

ესპანეთი

პრიმერა დივიზიონი

4 ტური. 3 სექტემბერი

რეალი - ბეტისი 2:1

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“

1:0 ვინისიუსი (9), 1:1 კანალესი (17), 2:1 როდრიგო (65)

რეალი: კურტუა, მენდი, ალაბა, მილიტაო, კარვახალი (რუდიგერი 90+1), კამავინგა (ვალვერდე 63), ჩუამენი, მოდრიჩი (კროოსი 80), ვინისიუსი, როდრიგო (სებალიოსი 80), ბენზემა

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

ბეტისი: სილვა, მორენო, გონსალესი, ფელიპე, საბალი (რუიბალი 71), გუარდადო (ჟოზე 70), როდრიგესი, ხუანმი (ხოაკინი 71), ფეკირი (ენრიკე 11), კანალესი, იგლესიასი

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

მსაჯი: ხოსე მარია სანჩეს მარტინესი

გაფრთხილება: გონსალესი (25)

სევილია - ბარსელონა 0:3

სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი“

0:1 რაფინია (21), 0:2 ლევანდოვსკი (36), 0:3 გარსია (50)

სევილია: ბუნუ, მონტიელი (სუსო 64), ფერნანდო, ნიანზუ, აკუნია, გუდელი (კარმონა 46), ხორდანი (დელანი 46), რაკიტიჩი, ლამელა, ისკო (გომესი 70), ენ-ნესირი (დოლბერგი 57)

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

ბარსელონა: ტერ შტეგენი, არაუხო, კუნდე, გარსია (რობერტო 55), ბალდე (ალბა 64), ბუსკეტსი, პედრი (დე იონგი 63), გავი, რაფინია, ლევანდოვსკი (ფატი 74), დემბელე (ტორესი 63)

მწვრთნელი: ჩავი

მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოსი

გაფრთხილება: ხორდანი (33), კარმონა (66); დემბელე (9), ბალდე (28), არაუხო (75), რობერტო (89)

სოსიედადი - ატლეტიკო 1:1

0:1 მორატა (5), 1:1 სადიკი (55)

მალიორკა - ჟირონა 1:1

1:0 რაილიო (87), 1:1 საისი (90+2 პენ)

0.112518