ფეხბურთი

21:52 | 3.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

„მარსელი“ ლიგა 1-ში გალიდერდა

ფრანგული ლიგა 1-ის მე-6 ტურის მატჩში „მარსელი“ „ოსერს“ ეწვია, 0:2 დაამარცხა და ცხრილში პირველ ადგილზე დადგა.

ანგარიში მე-7 წუთზე მარსელელთა ბრაზილიელმა შუახაზელმა ჟერსონმა გახსნა. მეორე ბურთი კი 84-ზე ფრანგული კლუბის ჩილელმა ახალწვეულმა, ალექსის სანჩესმა გაიტანა.

ახლა იგორ ტუდორის გუნდს 16 ქულა მოუგროვდა და გათამაშების ცხრილს ლიდერობს. თუმცა, მისი უშუალო კონკურენტი, „პარი სენ-ჟერმენი“ დღეს, 3 სექტემბერს, თბილისის დროით 23 საათიდან „ნანტს“ დაუპირისპირდება და წარმატების შემთხვევაში პირველ ადგილზე დაბრუნდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110818