21:13 | 3.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

კიევის „დინამომ“ ანტირეკორდი დაამყარა

დღეს, 3 სექტემბერს, უკრაინული პრემიერლიგის მე-3 ტურის მატჩში, „ზორიამ“ თავის „სლავუტიჩ-არენაზე“ კიევის „დინამოს“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.

ახლა კიეველებს ორი მატჩის შემდეგ ნული ქულა აქვთ, რაც მათი პრემიერლიგის ისტორიაში კლუბის უარესი დასაწყისია. ახლა მირჩა ლუჩესკუს გუნდი სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა, ბურთების შეფარდება - 2:6.

მანამდე დინამოელთა ანტირეკორდად 2007/08 წლების სეზონის სტარტი ითვლებოდა, როცა მიჯრით ორი ფრე ითამაშეს.

თუ ევროტურნირებსაც გავიხსენებთ, მაშინ კიეველებს ზედიზედ ოთხმატჩიანი წაგებების სერია გამოუვათ. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ფლეი-ოფში ისინი „ბენფიკასთან“ ორჯერ დამარცხდნენ.

0.112223