ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის მეორე ტურის მეორე შეხვედრაში თურქეთის ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა, თუმცა ამისთვის დიდი ბრძოლა გადახდა.
ბულგარეთის ნაკრებმა მეტოქეს სამი პერიოდის განმავლობაში არაფერი დაუთმო და წყვილში აუტსაიდერობის არაფერი ეტყობოდა. უფრო მეტიც, იყო მომენტები, როცა ბულგარელები უპირატესობას ფლობდნენ.
თუმცა, ბოლო მეოთხედში თურქებმა მობილიზება შეძლეს, რომელიც 26:16 მოიგეს, თამაში კი 101:87 და ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმეს.
ბულგარეთის ნაკრებს ალეკსანდარ ვეზენიკოვმა 28 ქულით ულიდერა, ხოლო თურქეთის ნაკრებში ჯედი ოსმანი იყო საუკეთესო 25 ქულით, ალფერენ შენგუნმა კი 20 ქულა დააგროვა.
მესამე ტურში თურქეთის ნაკრების მეტოქე საქართველო იქნება, ხოლო ბულგარეთი მონტენეგროს დაუპირისპირდება.
ბულგარეთი - თურქეთი 87:101 (29:31, 23:19, 19:25, 16:26)