პრემიერლიგის მე-6 ტურში, მერსისაიდულ დერბიში, „ევერტონმა“ და „ლივერპულმა“ - 0:0 ითამაშეს.
მასპინძელმა ევერტონელმა კონორ კოუდიმ 69-ე წუთზე გაიტანა. მსაჯმა თავიდან ჩათვალა გოლი, ვარ-ის შემოწმების შემდეგ კი გააუქმა. „ლივერპულის“ მეკარე ალისონი უკვე თავისუფალი დარტყმის შესრულებას აპირებდა, როცა მინდორზე მასპინძელთა ქომაგი შეიჭრა და მსაჯ ენტონი ტეილორთან მივარდა საკამათოდ. საქმეში სამართალდამცავები ჩაერივნენ და ინციდენტი მალე ამოიწურა - გვამცნობს One Football.