კალათბურთი

17:59 | 3.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

მონტენეგროს ნაკრებმა ბელგია დაამარცხა

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე სტარტი მეორე ტურმა აიღო და საქართველოს ნაკრების ჯგუფში მონტენეგრო და ბელგია დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საინტერესო გამოდგა და მონტენეგროელებმა 76:70 იმარჯვეს.

მონტენეგრო თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში წინ იყო და სამ პერიოდში მეტოქეს აჯობა კიდეც. მართალია, ბელგიამ ბოლო მეოთხედი 20:8 მოიგო, მაგრამ ჩამორჩენა ისეთი იყო, რომ მარცხს თავი მაინც ვერ დააღწია.

მონტენეგროს ნაკრებს ბოუან ბუბლიევიჩმა ულიდერა 21 ქულით და 11 მოხსნით, 19 ქულა მიითვალა კენდრიკ პერიმ, ხოლო ვლადიმირ მიხაილოვიჩმა 14 ქულა ჩააგდო. ბელგიელთა მხრიდან ბრწყინვალე იყო რეტინ ობასოანი, რომლის აქტივში 25 ქულაა, ემანუელ ლეკომტემ 10 ქულა შესძინა გუნდს, დანარჩენები კი 10-ქულიან ზღვარს ვერ გადასცდნენ. სხვათა შორის, ჯონათან ტაბუმ, რომელიც საქართველოსთან საუკეთესო იყო, ქულა საერთოდ ვერ მოიპოვა.

ამრიგად, ბელგიასაც და მონტენეგროსაც თითო მოგება წაგება აქვთ. მესამე ტურში ბელგია ესპანეთს, ხოლო მონტენეგრო ბულგარეთს შეხვდება.

მონტენეგრო - ბელგია 76:70 (17:14, 20:18, 31:18, 8:20)

0.11608