ინგლისის პრემიერლიგის მეექვსე ტური „გუდისონ პარკზე“ დაიწყო, სადაც ლივერპულური დერბი შედგა.
ორივე მერსისაიდულმა კლუბმა მიმდინარე სეზონი არცთუ კარგად დაიწყო, ამდენად დერბიში წარუმატებლობა კიდევ ერთი სერიოზული დარტყმა იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ „ევერტონმაც“ და „ლივერპულმაც“ არაერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, გოლი არ გასულა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
შესანიშნავად ითამაშეს ჯორდან პიკფორდმა და ალისონმა, გარდა ამისა, ორივე გუნდმა მოახერხა ბურთის ძელისთვის გარტყმა („ლივერპულმა“ სულაც სამჯერ).
საბოლოოდ 0:0 და „ლივერპულს“ 6 ტურში 9 ქულა აქვს, მომდევნო შეხვედრას იურგენ კლოპის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ გამართავს. „ევერტონისთვის“ ეს ზედიზედ მეოთხე ფრე იყო და მიმდინარე სეზონში ფრენკ ლამპარდის გუნდს ჯერ არ მოუგია (4 ფრე, 2 წაგება).