ჩოგბურთს ლეგენდა, სერენა უილიამსი დაემშვიდობა. 40 წლის ჩოგბურთელმა ამერიკის ღია პირველობის წყვილთა თანრიგში მარცხის შემდეგ კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
სერენამ განსაკუთრებული მადლობა თავის დას, ვენუს უილიამსს გადაუხადა და თქვა, რომ მის გარეშე არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის.
„მადლობა მამაჩემს, დედაჩემს, ჩემს დას. ვენუსის გარეშე სერენა არ იქნებოდა“, - თქვა ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ სერენამ უილიამსმა თავისი გენიალური კარიერის განმავლობაში 73 ტიტული მოიგო, მათ შორის 23-ჯერ დიდი მუზარადის ტურნირი, ოთხჯერ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა (ერთხელ ერთეულებში, სამჯერ წყვილებში) და 319 კვირის განმავლობაში რეიტინგის სათავეში იყო.