ფეხბურთი

1:44 | 3.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარსელო პირეოსის "ოლიმპიაკოსის" ფეხბურთელია

პირეოსის „ოლიმპიაკოსმა“ მარსელო დაიმატა. ინფორმაცია საბერძნეთის ჩემპიონის ვებგვერდზე ოფიციალურად დადასტურდა.

34 წლის მარსელო თავისუფალი აგენტი იყო და შესაბამისად, ბერძნული ფეხბურთის გრანდში უფასოდ გადავიდა. მან 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, მარსელომ კარიერა „ფლუმინენსეში“ დაიწყო, 2007 წლის იანვრიდან მიმდინარე ზაფხულამდე კი მადრიდის „რეალში“ თამაშობდა, რომლის მაისურით 546 შეხვედრაში 36 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111917