ძიუდო

0:40 | 3.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ბექაური: "მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ამ ტურნირზე გამოსვლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია"

ლაშა ბექაური წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ ტატამიზე ბრუნდება. ქართველი ძიუდოისტი ტოკიოს ოლიმპიადის მოგების შემდეგ პირველად იასპარეზებს და ძალებს ავსტრიაში, ევროპის ღია პირველობაზე მოსინჯავს.

ლაშა იმედოვნებს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, რომელიც ტაშკენტშია დაგეგმილი, ფორმაში შესვლას მოახერხებს და ავსტრიული ტურნირი ამაში დაეხმარება.

„ეს ჩემი პირველი ტურნირია მხრის ოპერაციისა და ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ. მოუთმენლად ველოდებით შეჯიბრზე გამოსვლას. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ამ ტურნირზე გამოსვლა მსოფლიოს ჩემპიონატამდე. მჭირდება შეჯიბრის გამოცდილება და რიტმის შეგრძნება, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზად ვიყო“, - თქვა 22 წლის ძიუდოისტმა.

ლაშა ბექაური ავსტრიაში 4 სექტემბერს იასპარეზებს, სადაც მეორე წრიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ჩეხ ჟირი პეტრისა და მონტენეგროელ ნოვო რაიჩევიჩს შორის გამარჯვებული იქნება. აღსანიშნავია, რომ როგორც ოლიმპიური ჩემპიონი, ბექაური პირველად იასპარეზებს კიმანოთი, რომელზეც მისი გვარი ოქროსფერ ფონზე იქნება გამოსახული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11633