„ნაპოლი“ სერია A-ს მეხუთე ტურში რომის „ლაციოს“ ესტუმრება და ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა, ზედიზედ მეორედ თადარიგში დარჩეს.
Sky Sport-ის სავარაუდო შემადგენლობაში ხვიჩა სასტარტო 11-ეულში არ არის. წყაროს თანახმად, ქართველი ფეხბურთელი გადაღლილია, რის გამოც ლუჩანო სპალეტი მას ძირითადში ისევ არ დააყენებს.
თუმცა, ამ ეტაპზე ვარაუდობენ, რომ მას არა ელიფ ელმასი, არამედ მატეო პოლიტანო შეცვლის, რომელიც მარჯვენა ფლანგზე ითამაშებს, ხოლო მარცხენა ფლანგს ირვინგ ლოზანო გაამაგრებს.
ეს Sky Sport-ის ვერსიაა, თუმცა, Gazzetta Dello Sport-ის ვერსიით, კვარაცხელია ძირითადში იქნება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე შემადგენლობის შესახებ სპალეტის არაფერი უთქვამს.
„ლაციოსა“ და „ნაპოლის“ მატჩი 3 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.