ფეხბურთი

18:15 | 2.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილმა "ვალენსიაში" მაისურის ნომერი შეიცვალა

გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ ნომერი შეიცვალა და ამიერიდან 25-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ინფორმაციას ესპანური კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

საქმე ისაა, რომ „ვალენსიამ“ გიორგი პირველ გუნდში დაარეგისტრირა, რის გამოც ნომრის შეცვლა სავალდებულო გახდა, რადგან მანამდე 28 ნომერი ემოსა. ლა ლიგის წესდებით კი პირველი გუნდის წევრებს 25 ნომერზე ზემოთ არჩევის უფლება არ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ გასულ წელს შეუერთდა. მიმდინარე სეზონში მან ლა ლიგის სამივე მატჩში ითამაშა. „ღამურები“ უახლოეს შეხვედრას 4 სექტემბერს, „ხეტაფეს“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.

0.114082