კალათბურთი

16:23 | 2.09.2022 | ნანახია 890 - ჯერ

თორნიკე შენგელიას ოპერაცია არ სჭირდება და "ვირტუსთან" კონტრაქტსაც გააფორმებს

საქართველოს ნაკრების კაპიტან თორნიკე შენგელია ოპერაცია არ სჭირდება. ამის შესახებ იტალიური ვებგვერდი Sportando წერს.

წყაროს თანახმად, თორნიკე სარეაბილიტაციო პერიოდს ბოლონიაში გაივლის და ის მოედანზე ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში დაბრუნდება. გარდა ამისა, იტალიური პრესა წერს, რომ „ვირტუს ბოლონიასთან“ ორწლიანი კონტრაქტი შეთანხმებულია და უახლოეს დღეებში მხარეები ხელშეკრულებას ოფიციალურად გააფორმებენ.

შეგახსენებთ, თორნიკე შენგელიამ მხრის ტრავმა ნიდერლანდებთან შეხვედრაში მიიღო, რის გამოც ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მოუწია. ის „ვირტუსს“ გასულ სეზონში შეუერთდა და ევროთასი მოიგო, ახალ სეზონში კი იტალიურ კლუბთან ერთად ევროლიგაზე ითამაშებს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:41 | 09.07.2019
Homer (196)

თბილისური გუნდი მოლდოვის ჩემპიონ „შერიფს“ ტირასპოლში დაუპირისპირდა.

ანგარიში გვაინტერესებს !
მაგარი სასტავი ხართ რა

0.07364
890