ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი ვილიანი ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდა და კარიერას „ფულჰემში“ გააგრძელებს.
ის ლონდონურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ვილიანს ინგლისში „ჩელსისა“ და „არსენალის“ რიგებში უთამაშია, ბოლოს კი „კორინთიანსის“ წევრი იყო.
გარდა ამისა, 34 წლის ფეხბურთელი სხვადასხვა დროს დონეცკის „შახტარისა“ და „ანჟის“ ღირსებას იცავდა, ბრაზილიის ნაკრებში კი 70 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი.