ფეხბურთი

20:43 | 1.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზემ" შოტლანდიის ნაკრების მცველი დაიმატა

ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეს ჯეკ ჰენდრი დაიმატა, რომელიც ცენტრალური მცველია და შეიძლება ითქვას, ქართველი ფეხბურთელის ერთ-ერთი კონკურენტი იქნება.

იტალიელებმა 27 წლის შოტლანდიელი ბელგიური „ბრიუგედან“ გამოსყიდვის უფლებით ინათხოვრეს.

ჰენდრის „უიგანში“, „დანდიში“, „სელტიკსა“ და „ოსტენდეში“ უთამაშია, შოტლანდიის ნაკრებში კი 17 თამაშში 2 გოლი აქვს გატანილი.

0.113098