ფეხბურთი

16:55 | 1.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბაჩანა არაბული ავსტრალიურ გუნდში გადავიდა და მისი მწვრთნელი დუაიტ იორკი იქნება

ბაჩანა არაბული კარიერას ავსტრალიის ჩემპიონატში გააგრძელებს. 28 წლის ქართველმა ფეხბურთელმა „მაკარტურთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ „მაკარტურის“ მთავარი მწვრთნელი დუაიტ იორკია, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული თავდამსხმელი:

„მოგვწონს მისი სტილი, ცაციაა, რაც საშუალებას მოგვცემს შეტევაში ცოტა განსხვავებულადაც ვითამაშოთ. გუნდში ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრება გვინდა და არაბული ამაში დაგვეხმარება“, - აღნიშნა იორკმა.

„ეს არის ფანტასტიკური შანსი იმისა, რომ ისეთი თავდამსხმელისგან ბევრი ვისწავლო, როგორიც დუაიტ იორკია“, - თქვა ქართველმა ფეხბურთელმა.

არაბული ბოლოს ბერძნულ „ლამიაში“ თამაშობდა, სადაც 8 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ის „პანიონიოსის“, „პუშკაშ აკადემიას“, „ბალმაზუივაროშის“, „ცხინვალის“, „სამტრედიას“, „დინამო თბილისისა“ და გორის „დილას“ რიგებში ირჯებოდა.

აღსანიშნავია, რომ „მაკარტურის“ მთავარი მწვრთნელი დუაიტ იორკია, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული თავდამსხმელი:

0.118694