ფეხბურთი

14:52 | 1.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანტონი: „აიაქსში“ ფანტასტიკურად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ახლა ახალი გამოწვევების დროა“

22 წლის ანტონიმ, „აიაქსიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 100 მილიონ ევროდ გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

„ერიკ ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით „აიაქსში“ თამაში ჩემთვის იდეალური იყო. მასთან ურთიერთობა ძალიან დამეხმარა განვითარებაში. მისმა სამწვრთნელო სტილმა ჩემში საუკეთესო უნარები გამოაჩინა.

ახლა ერიკი მანჩესტერულ ამბიციებზე მომიყვა და დამმუხტა. „აიაქსში“ ფანტასტიკურად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ახლა ახალი გამოწვევების დროა. ერთი სული მაქვს როდის შევუერთდები ახალ თანაგუნდელებს.“ - ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს „მანჩესტერის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

0.11393