11:53 | 1.09.2022 | ნანახია 203 - ჯერ

ოკამპოსი „სევილიიდან“ „აიაქსში“ გადავიდა

„სევილიის“ გარემარბი, ლუკას ოკამპოსი, „აიაქსის“ ფეხბურთელი გახდა - გვამცნობს ამსტერდამული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

არგენტინელი ფეხბურთელი „აიაქსში“ ერწლიანი იჯარით გადავიდა, შემდგომი გამოსყიდვის პერსპექტივით. ამსტერდამელები მას ბრაზილიელი ანტონის შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა 100 მილიონ ევროდ.

ოკამპოსი „სევილიაში“, ფრანგული „მარსელიდან“ 2019 წელს გადაბარგდა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.059323