ფეხბურთი

10:50 | 1.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: „98-ე წუთზე უბედნიერესი ვიყავი“

პრემიერლიგის მე-5 ტურის მატჩში „ნიუკასლთან“ გამარჯვების შემდეგ (2:1), „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს თავისი აზრი გაუზიარა.

„უკეთ თამაში გვმართებდა. „ნიუკასლი“ კარგად კეტავდა ზონებს და ზეწოლასაც ახდენდა ჩვენზე. ბევრ გრძელ გადაცემებს ვასრულებდით რეალური იდეის გარეშე.

როცა ანგარიში გავათანაბრეთ უფრო გართულდა თამაში, რადგან ბევრი პაუზები იყო და რიტმი იკარგებოდა.

გამარჯვების ბურთი 98-ე წუთზე გავიტანეთ და უბედნიერესი ვიყავი. რაც სალაჰმა და ფაბინიომ გააკეთეს ამ სტანდარტისას, რაღაც შეუდარებელია. კარვალიომ ზედიზედ მეორე მატჩსი გაიტანა. ეტყობა ჯერ-ჯერობით მისი საუკეთესო კვირაა გუნდში. ჰარვი ელიოტი კი საუკეთესო გახლდათ მინდორზე.“ - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

0.110613