ფეხბურთი

23:19 | 31.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" გვინეელი ნახევარმცველი დაიმატა

იტალიურმა „რომამ“ პირეოსის „ოლიმპიაკოსიდან“ ნახევარმცველი მადი კამარა დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

გვინეელი ფეხბურთელი „ჯალოროსის“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა და რომაელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

მადი კამარამ ჟორჟინიო ვეინალდუმი უნდა შეცვალოს, რომელმაც ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო და მიმდინარე წელს ვერ ითამაშებს.

25 წლის კამარა „ოლიმპიაკოსში“ 2018 წლიდან თამაშობდა და 181 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა, მანამდე კი „აიაჩოს“ წევრი იყო.

0.121465