„პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველი ლეანდრო პარედესი კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს. ინფორმაცია იტალიური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
პარედესი „იუვეს“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა და ტურინელებს გაისად მისი გამოსყიდვა ბონუსების ჩათვლით 20 მილიონი ევრო დაუჯდებათ.
ლენადრო პარედესმა კარიერა „ბოკა ხუნიორსში“ დაიწყო, მერე „კიევოში“, „რომაში“, „ემპოლისა“ და „ზენიტში“ ითამაშა, ხოლო 2018 წლიდან პსჟ-ში ჩატარებულ 117 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
28 წლის ნახევარმცველი არგენტინის ნაკრების მუდმივია წევრია და „ალბისელესტეს“ მაისურით 44 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი.