ლონდონის „ჩელსიმ“ „ლესტერ სიტიდან“ მცველი, ვესლი ფოფანა დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ფრანგმა ფეხბურთელმა „არისტოკრატებთან“ 7-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და არაოფიციალური ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულებამ 82 მილიონი ევრო შეადგინა.
21 წლის ვესლი ფოფანა „ლესტერში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 52 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. მანამდე ის სამშობლოში „სენტ ეტიენში“ ირჯებოდა, საფრანგეთის ნაკრებში დებიუტი კი ჯერ არ ჰქონია.