ფეხბურთი

17:37 | 31.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია: "ვალენსიაში" შიშობენ, რომ მიმდინარე ბაზარზე მამარდაშვილს ვერ შეინარჩუნებენ

„ვალენსიას“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი სატრანსფერო ბაზარზე ყურადღების ცენტრშია. Marca და Superdeporte წერენ, რომ შეიძლება „ვალენსიამ“ მისი შენარჩუნება ვერ შეძლოს.

ორივე გამოცემა თავიანთ წყაროზე დარყდნობით ერთ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვით გიორგის წამყვანი ევროპული კლუბები აქტიურად აკვირდებიან და შესაძლოა ესპანურ კლუბს შეთავაზება გაუკეთონ.

თუ ეს მოხდება, „ღამურების“ სინგაპურელ მფლობელს შეთავაზებაზე უარის თქმა გაუჭირდება და შესაძლოა, არც ფეხბურთელმა თქვას სხგავან წასვლაზე უარი. ზემოხსენებული წყაროები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ „ვალენსიას“ დიდი ხანია კონტრაქტის განახლებასა და გამოსასყიდ ფასად 100 მილიონი ევროს მითითებაზე ფეხბურთელთან სიტყვიერი შეთანხმება მიღწეული აქვს, მაგრამ მხარეებს კონტრაქტზე ხელი არ მოუწერიათ.

საქმე ისაა, რომ ფინანსური ფეარ პლეის გამო ესპანური კლუბი ვერ ახერხებს გიორგისთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას და ჯერ კიდევ მისი გამოსასყიდი ფასი მხოლოდ 20 მილიონი ევროა. ამიტომაც, გამორიცხული არაფერია და გაურკვეველმა სიტუაციამ შესაძლოა კლუბის მფლობელს გადააწყვეტინოს, რომ დათანხმდეს შეთავაზებას, რომელიც სხვა უფრო ძლიერი კლუბებისგან მიმდინარე სატრანფერო ფანჯრის დახურვამდე მოვდა.

აღსანიშნავია, რომ სატრანსფერო ფანჯარა 1 სექტემბერს იხურება და დრო არც ისე ბევრია. ისე კი, არცთუ სანდო და ცნობილმა საფეხბურთო გვერდებმა (ესპანურმა წყაროებმა) 21 წლის ქართველი „მანჩესტერ სიტისა“ და „სევილიას“ დაუკავშირეს.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში სამივე მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად ერთხელ შეინახა, თუმცა მხოლოდ ორი გოლი გაუშვა და მადრიდის „ატლეტიკოსთან“ თანაგუნდელთა შორის სულაც საუკეთესო იყო.

0.118835