ფეხბურთი

17:02 | 31.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლაშლო ბოლონი: "ბედნიერი ვარ მიქაუტაძის გამო და ძალიან მიხარია, რომ ასე თამაშობს"

გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და „მეცის“ რიგებში საფრანგეთის ლიგა 2-ში ჩატარებულ 6 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე მიითვალა.

„როდეზთან“ 4:1 მოგებულ შეხვედრაში 21 წლის ქართველმა თავი დუბლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მატჩის შემდეგ მის შესახებ მთავარ მწვრთნელ ლაშლო ბოლონის ჰკითხეს და რუმინელმა თქვა, რომ ძალიან ბედნიერია გიორგის ასეთი თამაშით.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე თამაშობს და არ მეშინია, რომ სხვა გუნდი წაგვართმევს. პირიქით, გასახარია, რადგან გამოდის, რომ ჩვენც კარგად ვმუშაობთ. მქონდა გამბედაობა დამედო ფსონი ისეთ ფეხბურთელებზე, რომლებსაც აქამდე სერიოზულად არ აღიქვამდნენ. ბედნიერი ვარ მისთვის, კლუბისა და მთელი პერსონალისთვის, ვინც ამ ბიჭთან ყოველდღე მუშაობს“, - თქვა ბოლონიმ.

შეგახსენებთ, მიქაუტაძეს „მეცთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. ის ბოლო ორი წელი ბელგიურ „სერენში“ იყო განათხორებული, ამ სეზონში კი ფრანგებმა მისი შენარჩუნება გადაწყვიტეს. ქართველი ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში 4 გოლით მეორე ადგილზეა.

0.120931