„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელი ლეანდრო პარედესი კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს. მხარეებმა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმებას მიაღწიეს.
პარედესი „იუვენტუსს“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, მისი გამოსყიდვა კი გაისად 20 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი. თუმცა, გამოსყიდვა სავალდებულო მხოლოდ გარკვეული მიზნების მიღწევის შემთხვევაში გახდება. 28 წლის არგენტინელი დღეს საღამოს ტურინში იქნება.
ლეანდრო პარედესი პსჟ-ში 2018 წლიდან თამაშობდა და 117 თამაშში 3 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ბოკა ხუნიორსის“, „კიევოს“, „რომას“, „ემპოლისა“ და „ზენიტის“ წევრი იყო, არგენტინის ნაკრებში კი 44 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი.