მადრიდის „ატლეტიკომ“ სერხიო რეგილონის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ესპანელი მცველი დიეგო სიმეონეს გუნდს ერთწლიანი იჯარით შეუერთდა.
რეგილონმა „ატლეტიკოში“ რენან ლოდი უნდა შეცვალოს, რომელიც თავის „ნოტინგემ ფორესტში“ გაანათხოვრეს.
25 წლის მცველი მადრიდის „რეალის“ აკადემიის აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 22-ჯერ ითამაშა, „ტოტენჰემში“ კი 2020 წლიდან ირჯებოდა და 67 თამაშში თავი 2 გოლით გამოიჩინა. სერხიოს ასევე უთამაშია „ლეგრონესსა“ და „სევილიაში“, ესპანეთის ნაკრებში კი 6 მატჩი აქვს ჩატარებული.