ფეხბურთი

16:30 | 31.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი ვინკსი "სამპდორიაში" ითამაშებს

ლონდონის „ტოტენჰემმა“ ჰარი ვინკსი გენუის „სამპდორიაში“ გაანათხოვრა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ვინკსი იტალიურ კლუბს ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. 26 წლის ინგლისელი „ტოტენჰემის“ აღზრდილია და 203 მატჩში 5 გოლი გაიტანა, თუმცა, ანტონიო კონტე მას ძირითადი შემადგენლობის წევრად არ მოიაზრებდა.

ჰარის ინგლისის ნაკრებში 10 თამაში აქვს ჩატარებული და გოლი ერთხელ გაიტანა.

0.110437