ესპანურმა „ლევანტემ“ გიორგი ქოჩორაშვილი გაანათხოვრა და ქართველი ნახევარმცველი კარიერას რანგით მესამე დივიზიონის ბინადარ „კასტელონში“ ითამაშებს.
23 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლომდე შეუერთდა. მიუხედავად იმისა, რომ „ლევანტე“ ლა ლიგა 2-ში გავარდა და ქოჩორაშვილმა პრესეზონზე სათამაშო დროც მიიღო, როგორც ჩანს, მთავარი მწვრთნელის ნდობა ვერ მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილი უმეტესად „ლევანტეს“ მეორე გუნდში თამაშობდა, მაგრამ პირველ გუნდშიც ითამაშა რამდენჯერმე, მათ შორის ლა ლიგაში, ესპანეთის თასზე კი გოლიც გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბრძოლაში წააგეს საკმაოდ ძლიერ გუნდთან ! გამარჯვების დრო დადგა !!!
არ ვარდებაო არავინ ხომ გვამშვიდებდნენ
რა ხდება მარტო წასაგებად შევიდნენ მაგ ლიგაში ? @@