სხვა

2:43 | 31.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ევენპოელმა დროზე რბოლა მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა

ბელგიელმა რემკო ევენპოელმა ვუელტას მე-10 ეტაპი, დროზე ინდივიდუალური რბოლა მოიგო, რითაც საერთო ჩათვლაში უპირატესობა კიდევ უფრო განიმტკიცა. ამ მოგებით, მან მთავარ მეტოქესთან, ვუელტას მოქმედ ჩემპიონ პრიმოჟ როგლიჩთან უპირატესობა 48 წამით გაზარდა.

22 წლის ველომრბოლისთვის, ეს მიმდინარე ველომარათონზე პირველი მოგებული ეტაპია. „ქვიკ-სტეპის“ ლიდერმა ელჩესა და ალიკანტეს შორის 30.9 კილომეტრი 33 წუთსა და 18 წამში გაიარა. მისი საშუალო სიჩქარე, 55.7 კმ/სთ იყო. ევენპოელმა სტარტამდევე განაცხადა, რომ ამ რბოლაში მისი მიზანი გამარჯვება იყო. და მან მიზანს მიაღწია.

„ახლა ჩვენ ვიბრძლებთ იმისთვის, რომ ვუელტაზე გავიმარჯვოთ. ეტაპის მოგებით, ზეწოლა მომეხსნა. ახლა მთელი გუნდი სუპერ თავდაჯერებულია. ვფიქრობ, ყველა საუკეთესოდ ასპარეზობს. ახლა მთავარი მიზანი, ამ მაისურის შენარჩუნება და მისი შინ, ვეველგემში წაღებაა“, - განაცხადა გამარჯვებულმა.

ევენპოელი ახლა უკვე 2 წუთს და 41 წამს უგებს მეორეზე გადასულ როგლიჩს. ესპანელმა ენრიკ მასმა მესამეზე გადაინაცვლა ლიდერს უკვე 3 წუთით და 3 წამით ჩამორჩება.

ევენპოელს ბელგიაში „ახალ ედი მერქსს“ ეძახიან. მას ორი რთული წელი ჰქონდა, რა დროსაც, 2020 წელს, იტალიაში რბოლისას მომხდარ ინციდენტში მიღებულ ტრავმას იშუშებდა. ამ სეზონში კი უკვე 11 რბოლა აქვს მოგებული.

აქამდე ევენპოელს კარგად ეხმარებოდა ფრანგი მსოფლიო ჩემპიონი ჟულიან ალაფილიპი, მაგრამ ის ბელგელს მე-15 ეტაპზე გვერდში ვერ ეყოლება, რადგან ეს ურთულესი სამთო ეტაპია, რომელზეც 40 კილომეტრი ურთულეს აღმართზე იქნება გასავლელი. აღმართი კი ალაფილიპის სტიქია არაა.

0.105228