სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

10:26 | 31.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელიამ იმ პასით ფლორენციაში მონა ლიზა დახატა"

რადიო Kiss Kiss Napoli-ს დირექტორმა ვალტერ დე მაჯომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და ფლორენციის „ფიორენტინასთან“ მატჩში ირვინგ ლოზანოზე გაკეთებული პასისთვის შეაქო.

დე მაჯომ თქვა, რომ მაშინაც კი, როცა თამაში კარგად არ მისდის, მას შეუძლია განსაკუთრებული რაღაცების გაკეთება, რაც სწორედ ამ პასით დაამტკიცა. იტალიელმა ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ეს პასი იყო მონა ლიზას დახატვა, სწორედ ფლორენციაში.

„ხვიჩა კვარაცხელიამ „ფიორენტინასთან“ მატჩშიც აჩვენა, რომ დიდი რაღაცების გაკეთება შეუძლია, მაშინაც კი, თუ გოლს ვერ იტანს. ნახეთ, მაგალითად, მისი პასი ირვინგ ლოზანოზე? იმ ეპიზოდში ქართველმა გარემარბმა ფლორენციაში მონა ლიზა დახატა, მაგრამ მექსიკელმა სამწუხაროდ დარტყმის დროს შეცდომა დაუშვა. ლოზანოს მხოლოდ ერთი კუთხე ჰქონდა ხელმისაწვდომი და მას ბურთი შუბლით პირდაპირ უნდა დაერტყა, არა გვერდით. თუმცა, ბევრმა თქვა, რომ ამ გოლს მეც გავიტანდი, როგორ ვერ გაიტანა? ტრიბუნებიდან საუბარი ადვილია, როცა მინდორზე არ ხარ“, - თქვა დე მაჯომ.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ სერია A-ს მეოთხე ტურში დღეს „ლეჩეს“ უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.11022