ავტოსპორტი

1:18 | 31.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

სპა 2023 წლის კალენდარშიც იქნება

ბელგიის დიდი პრიზის ორგანიზატორებსა და ფორმულა 1-ს შორის მიღწეული შეთანხმებით, სპა ფრანკორშანი კალენდარში მომავალ სეზონშიც იქნება. ამ პოპულარულ ტრასას, კალენდრიდან ამოღება სხვადასხვა მიზეზით ემუქრებოდა. მაგრამ ჯერჯერობით, ის რჩება.

მომავალ სეზონში კალენდარს კიდევ დაემატება ახალი ეტაპები - ლას ვეგასის, ყატარის და სამხრეთ აფრიკის დიდი პრიზები.

როგორც წესი, სპას რბოლა ზაფხულის არდადეგების შემდეგ ტარდება ხოლმე, მაგრამ მომავალ სეზონში, ის არდადეგების დაწყებამდე გაიმართება. ეს ინფორმაცია ოფიციალური არაა, თუმცა ის ინტერნეტ გამოცემა „რეისფანს-მა“ სანდო წყაროსგან მოიპოვა.

ბელგიის ეტაპის წინ, ფორმულა 1-ის მთავარმა აღმასრულებელმა სტეფანო დომენიკალიმ განცხადა, რომ ორგანზატორებთან მოლაპარაკება ჯერაც არ დასრულებულა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ სპა კალენდარში დარჩება.

მომავალი სეზონის კალენდარში 24 რბოლის შეტანა იგეგმება. ეს ის ზღვარია, რომელზეც ფორმულა 1 და მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდები შეთანხმებულები არიან.

კალენდარში სპას დარჩენას დიდწილად ის გარემოება განაპირობებს, რომ სამხრეთ აფრიკის ეტაპი დიდი ალბათობით, მომავალ სეზონში ვერ დაბრუნდება. იქაური კიალამის ტრეკი ჯერაც არაა 1-ის მოთხოვნების შესაბამისად მოდიფიცირებული. სავარაუდდ, კალენდარში სამხრეთ აფრიკა 2024 წლის სეზონიდან დაბრუნდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112899