ჩოგბურთი

0:44 | 31.08.2022 | ნანახია NaN - ჯერ

სვიატეკმა აშშ-ის ღიაზე პირველი ბარიერი გადალახა

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, პოლონელმა იგა სვიატეკმა, აშშ-ის ღია პირველობის პირველ წრეში, 6-3, 6-0 მოუგო იტალიელ ჟასმინ პაოლინის და მეორე წრეში გავიდა, სადაც ტურნირის 2017 წლის ჩემპიონს, ამერიკელ სლოან სტივენსს დაუპირისპირდება.

სვიატეკი ფლეშინგ მედოუსზე პირველი ჩოგნის რანგში პირველად თამაშობს. მან მეტოქეს ხელის განძრევის საშუალებაც არ მისცა. ორ სეტში შვიდჯერ შეძლო მისი მოწოდების აღება და ბოლო შვიდი გეიმი მოიგო.

სვიატეკს წელს საფრანგეთის ღია პირველობა აქვს მოგებული და 37-მოგებიანი სერია ჰქონდა, რომელიც უიმბლდონის მესამე წრეში შეწყდა. ასეთი სტატისტიკით და რა თქმა უნდა შესაძლებლობებით, ის ნიუ იორკშიც ფავორიტია. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ აშშ-ის ღიას წინა ტურნირებზე, სულ რვა შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან 4 მოიგო და ამდენივე წააგო.

„ჩემი თამაშით საკმაოდ კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, უკეთესი რიტმით ვთამაშობ, ვიდრე ტორონტოში და ცინცინატიში. მოკლედ, ყველაფერი კარგადაა. პირველ სეტში საკმაოდ კარგად ვითამაშე, მაგრამ მინდოდა, რომ უკეთ მეთამაშა და ეს მეორეში შევძელი“, - განაცხადა პოლონელმა.

სტივენსი პირველ წრეში ბელგიელ გრეეტ მინენს შეხვდა და 1-6, 6-3, 6-3 მოუგო, რითაც ნიუ იორკელი ფანები დიდად გაახარა.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:39 | 31.07.2017
RHP (3623)

ლიგა 1-ში ოქროს მოიგებ მარა ბურთს ვერა ძმა ;დ

11:37 | 31.07.2017
RHP (3623)

ყველაფერი მესმის მაგრამ ოქროს ბურთის მოგება მინდა და მაგიტო მივდივარ პსჟ-შიო აი ამას ვერასდროს ვერ გავიგებ :დ

09:06 | 31.07.2017
temo11 (1791)

არუნდა გაუშვას ბარსამ ეს, და თან თუ მოხდა პრეცენდენტი ამხელა თანხაზე მოთამაშის გაყიდვის,მერე ნახეთ რა ფასები დაედებათ ფეხბურთელებს

22:42 | 30.07.2017
ლეონ (2)

ისეთები შესთავაზეს გადავა უეჭველი, მაგრამ ბარსელონა არ იმსახურებს ბარსამ მოახვეჭინა სახელი

21:32 | 30.07.2017
tengoroma (4673)

გეგონება 1.5 იყოს

21:27 | 30.07.2017
sabonis (9584)

ე.ი ეს ყატარლები ნეიმარში 222 მლ-ს კი არა 522-ს იხდიან გამოდის.DDDDD

21:24 | 30.07.2017
stoikovich (5984)

თუ არ წაეთრე შენი გამზრდელიც მ....ნ, პსჟ-ს შემადგენლობაში რა ოქროს ბურთსაც აიღებ, მაგასაც ვნახავთ, ეს რა სირბანჯოა, მშიერია გეგონება ეს ჩემისა:დ

19:20 | 30.07.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ამან და ირვინგმა ტვინი მოდღ

02:42 | 31.07.2017
Cavs23 (22)

Irvingma ufro...

0.059722