ფეხბურთი

22:51 | 30.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" წაგებების სერია შეწყვიტა, "საბურთალო" ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა

საქართველოს ეროვნული ლიგის 24-ე ტური გორის „დილას“ და „საბურთალოს“ დაპირისპირებით გაიხსნა.

ორივე გუნდი სეზონის განახლებას ძალიან ცუდ ფორმაში შეხვდა - „დილას“ ამ ტურამდე ზედიზედ ოთხი წაგება ჰქონდა, ხოლო „საბურთალოს“ - სამი. ანდრეი დემჩენკოს გუნდმა ეს უსიამოვნო სერია შეწყვიტა, ხოლო „საბურთალომ“ კიდევ უფრო გაზარდა.

„დილამ“ მეტოქეს, რომელიც შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდა, ყველა კომპონენტში აჯობა. მატჩის დასაწყისშივე ალეფ სანტოსმა გახსნა ანგარიში, მეორე ტაიმში კი რევაზ ჩიტეიშვილმა და თორნიკე კაპანაძემაც გაიტანეს.

გორის „დილამ“ ამ გამარჯვებით 37 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი თბილისის „ლოკომოტივს“ შეხვდება, ხოლო „საბურთალო“ 30 ქულით მეექვსეა და ბოლნისის „სიონთან“ მატჩი ელოდება.

„დილა“ – „საბურთალო“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ალეფ სანტოსი (5), 2:0 ჩიტეიშვილი (55), 3:0 კაპანაძე (72)

0.113062