კალათბურთი

18:30 | 30.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტისთვის ესპანეთის შემადგენლობა ცნობილია

ესპანეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერჯო სკარიოლომ ევროპის ჩემპიონატისთვის საბოლოო, 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

იტალიელმა სპეციალისტმა არჩევანი შემდეგ მოთამაშეებზე შეაჩერა;

ლორენსო ბრაუნი („მაკაბი“), ხაიმე პრადილა („ვალენსია), ჩაბი ლოპეს-აროსტეგი („ვალენსია“), რუდი ფერნანდესი („რეალი“), ხაიმე ფერნანდესი („უნიკახა“), დარიო ბრისუელა („უნიკახა“), ალბერო დიასი („უნიკახა“), სებას საისი („ტოკიო“), ვილი ერნანგომესი („ნიუ ორლეანი“), უსმან გარუბა („ჰიუსტონი“), ხუანჩო ერნანგომესი („იუტა“), ჟოელ პარა (ჟუვენტუტი“).

მოგეხსენებათ, ესპანეთის ნაკრებს ტრავმის გამო სერხიო ლული გამოაკლდა, რომელიც ტრავმის გამო ევრობასკეტზე ვერ ითამაშებს.

ესპანეთის ნაკრები A ჯგუფშია და შესაბამისად, თბილისში იასპარეზებს, სსქართველოს ნაკრებს კი 3 სექტემბერს დაუპირისპირდება.

0.124378