ტურინის „იუვენტუსი“ არგენტინის ნაკრებისა და „პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველ ლეანდრო პარედესს დაიმატებს.
მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეული რომ არის, პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემაც დაადასტურა: „პარედესი გუნდთან ერთად არ იქნება, რადგან მან „იუვენტუსთან“ შეთანხმებას მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ პსჟ-ს ფეხბურთელია, გონებით ის სხვაგანაა“, – თქვა გალტიემ.
ლეანდრო პარედესი „იუვენტუსს“ იჯარით და 15 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებით შეუერთდება. არგენტინელს იტალიაში თამაშის გამოცდილება აქვს, რადგან პსჟ-მდე „კიევოს“, „ემპოლისა“ და „რომას“ ღირსებას იცავდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გაქანებული ვაჭრობა მიდის ხელფასის გაზრდაზე... იმედია შეთანხმდებიან და დარჩება მილანში.
დარჩება ეს მილანში. მილანი ფეხზე დგება აი პსჟ მილანის კალიბრის კიდევ დიდხანს ვერ გახდება პოჩეტინო კიარა სულ რომ კლოპი მიუყვანონ