ფეხბურთი

17:30 | 30.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი მენეჯერი კვარაცხელიაზე: "ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს"

იტალიელი მენეჯერი და „ნაპოლის“ გულშემატკივარი ენრიკო ფედელე ხვიჩა კვარაცხელიას აქტიურად აკრიტიკებს. მან ჯერ კიდევ „ვერონასთან“ გოლისა და საგოლე პასის შემდეგ ისაუბრა უარყოფითად ხვიჩაზე, „ფიორენტინასთან“ უგოლო მატჩის შემდეგ სალაპარაკო უფრო მეტად მიეცა და უკვე მეორედ დააფიქსირა ნეგატიური განწყობა. ის ფიქრობს, ხომ ხვიჩას განვლილ სამ ტურში მაღალ დონეზე არ უთამაშია.

„კვარას პასი ლოზანოზე? კარგი პასი იყო, მაგრამ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. თქვენ ნამდვილად კმაყოფილი ხართ ამ ერთი შეტევით? ძალიან ცოტაა“, - თქვა ფედელემ.

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ თავისი აზრი ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა პასკუალე კაზალემ დააფიქსირა და ის ფიქრობს, რომ ქართველს ფლანგზე უკეთ თამაში გამთამაშებლად შეუძლია.

„ხვიჩა კვარაცხელია ჩემი აზრით, შემტევი ნახევარმცველი უფროა, ვიდრე გარემარბი. ასე რომ ვთქვათ, მეორე თავდამსხმელი. ვინც მას ინსინიეს ადარებს, ფეხბურთში არაფერი ესმის. ქართველი უფრო ლიტმანენს ან სნეიდერს ჰგავს. თუ მან ჯაკომო რასპადორისთან ერთად უნდა ითამაშოს, პოზიციებს შევუცვლიდი. ქართველს ცენტრში დავაყენებდი და რასპადორის მარცხენა ფლანგზე, სადაც „სასუოლოში“ კარგად თამაშობდა“, - აღნიშნა კაზალემ.

აქვე გეტყვით, რომ იტალიურ მედიაში გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომლის მიხედვით განვლილ სამ ტურში კვარაცხელიას დრიბლინგის 17 მცდელობა ჰქონდა, საიდანაც მხოლოდ ერთი იყო წარმატებული და 16 წარუმატებელი და ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზეა (წარუმატებელი დრიბლინგებით). თუმცა, ის ერთი წარმატებული გოლით დასრულდა („მონცასთან“ მეორე გოლი).

„ნაპოლი“ 31 აგვისტოს „ლეჩეს“ უმასპინძლებს და იტალიური მედიის მიერ გამოქვეყნებულ სავარაუდო ძირითად შემადგენლობაში ქართველი ფეხბურთელიცაა.

0.111561