ფეხბურთი

17:06 | 30.08.2022 | ნანახია 411 - ჯერ

"მანჩესტერმა" ანტონის ტრანსფერი დაადასტურა

ინგლისურმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურად დაადასტურა ამსტერდამის „აიაქსიდან“ ანტონის ტრანსფერი.

გარიგების ღირებულებამ 100 მილიონი ევრო შეადგინა და 22 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტს გააფორმებს. ამრიგად, სამხრეთამერიკელი ერიკ ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით ისევ ითამაშებს, რომელსაც ამსტერდამული გუნდიდან კარგად იცნობს.

შეგახსენებთ, ანტონი „აიაქსში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 82 შეხვედრაში 25 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ის „სან პაულუს“ წევრი იყო, ბრაზილიის ნაკრებში კი ჩატარებულ 9 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:17 | 30.08.2022
Kobe Bean (21683)

გრინვუდი საუკეთესო ფეხბურთელი იყო წინა სეზონის მანჩესტერში სანამ იმ მზეობას გააკეთებდა.ყველაზე აპასნი იგროკი ეგ იყო,ყველაზე მეტად ამწვავებდა თამაშს.რეალურად მაგ გრინვუდის ადგილას მოიყვანეს ეს ბიჭი

12:57 | 01.09.2022
maniu96 (167)

მესის ბორდელონაში ყველაზე მეტად კუენკა ამწვავებდა თამაშს,მიდი ეხლა და მიმტკიცე რო მართალი არ ვარ,გაგხეთქავს რონალდოს ბოღმა მალე

17:11 | 30.08.2022
Kobe Bean (21683)

გრინვუდს რომ არ ემზევა ამ 100 მილიონს არ გაისვრიდა მანჩესტერი

17:12 | 30.08.2022
Kobe Bean (21683)

მართლა ცენტრფორვარდს იყიდდა მაგ 100 მილიონად და კრისტინასაც გააჯმევინებდნენ

0.131042